ტექსტი
* * * სად არის ქვეყნად უნაღვლო გული (მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი)
სანაი
სად არის ქვეყნად უნაღვლო გული, მზნე და სვიანი?
ან გულის მიღმა სხვა რამ სამყარო ბნელი, მზიანი?
ოხვრა და სუნთქვა ქვეყნად არიან ტყუპნი, მარჩბივნი,
ვოხრავ და არ ჩანს თანამსუნთქველი - სატრფო გვიანი.
გთხოვთ განმიცხადოთ, ოდესმე მაინც რა დააყუჩებს
მიჯნურთ იარას, თუ არ სალბუნი სიკვდილიანი.
მე ეშმისა და ადამიანის ბევრი მსმენია,
ეშმად ქცეულა ყველა, სადღაა ადამიანი?!