ტექსტი
წლეულს... (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
საბა უმბერტო
წლეულს
მერცხლების გადაფრენა გულს დამიღონებს...
ქუჩაში გასულს თავზარს დამცემს ჟივჟივი მათი,
ოდეს ისინი
შეესევიან
ოცი სექტემბრის სახელობის ბულვარში დარგულ
წაბლებს და ჭადრებს...
მერე კი -
ზამთრის ერთფეროვან, დაუსრულებელ,
მომაბეზრებელ სიჩუმეში დავრჩებით მხოლოდ
მე და მტანჯველი მოგონება იმ მერცხლებისა
და მობუზული პაწაწინა შავი ბეღურა
თოვლით დაფარულ სახურავზე მოწყენით მჯდარი...
ო, მაშინ, ჩემი მარტოობა მერცხლებს ინატრებს,
ჩემს მწუხრს კი, ვაგლახ, სიყვარული მოენატრება!