ტექსტი

ყაყაჩოები ოქტომბერში (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)

პლათი სილვია

914 ნახვა · დღეს 24

ამ დილით კაბებს ვერც მზის შუქით სავსე ღრუბლები დასძლევენ და
ვერც ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში,
წითელი გული ხალათზე რომ აუყვავდა გამაოგნებლად -

ძღვენი, ძღვენი სიყვარულისა,
თავისთავადი, ზეცისგან არ
გამოთხოვილი -

უფერულად და ცეცხლოვნად
ნახშირორჟანგს რომ უშვებს, თვალები
შლაპების ქვეშ რომ ჩაუცხრია, ჩაუმალია.

ო, ღმერთო ჩემო, მითხარი, ვინ ვარ,
თუკი უნდა გაჰკიოდნენ ნაგვიანევი ეს პირები
ყინვის ტყეში, აისზე ლურჯი ღიღილოების.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე