ტექსტი
* * * ბევრჯერ ვიგემე ვარდთან ერთად ეკალ-ქაცვი (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
პეტრარკა ფრანჩესკო
ზამთარ და ზაფხულ, მოწყალეო,- ნაზრობ და ნაგვალ
საწუთროს გზებზე ჩემი ბედი მორჭმით განაგე...
მადლობა ყველა ამაგისთვის, რაც მიამაგე
და ბნელში მყოფი გამიყენე ღვთაებრივ გზა-კვალს!
დამაგდო ფუჭმა ფორიაქმა, შურმა და ზაკვამ,
შენც, ხორციელო დიდებაო, ხელი ამაღე,
ჩაცხრება შენი გულზვაობა და სიამაყე
და მწირი - ნიჭთა სოფლისათა წარცემ და წახვალ.
რად დამატყვევე, თავო ჩემო, რად დამახავსე, -
მოიკრიფება აღსასრული ყრუდ და ნელიად...
აჰა, განხმულა დარაბები, - კათხა აღავსე,
მაღლა მზეა და მოღებული ცის სარკმელია,
ჩარიგებულან მგალობელნი საღვთო აღაპზე
და მოწესენი აღსავალთან ჩუმად გელიან...