ტექსტი
მოპოვებული ბედნიერება (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
მონტალე ეუჯინიო
მოპოვებულო ბედნიერებავ!
ო, რა ხშირად შენი გულისთვის
დავდივართ ჩვენ
ალესილ დანის პირზე!
ჩვენი თვალებისთვის -
შენ შუქურა ხარ ღამეში მოციმციმე,
ფეხებისთვის -
ყინული ხარ,
რომელიც ყოველ წამს მზადაა ჩატყდეს და ჩაგვიტანოს.
შენ ვერასოდეს ვერ შეგწვდება ის,
ვისთვისაც ყველაზე ძვირფასი ხარ
და სანატრელი.
და როდესაც შენ
ჩვენთა სულთა შეღამებაში
იძირები, ვითარცა მზე -
შენ აცისკროვნებ მათ,
როგორც განთიადის სხივი
ფრინველთა ბუდეებს...
მაგრამ ყოველივე ეს
არარაობაა
იმ ბავშვის ცრემლთან შედარებით,
რომლის ბურთი
მდინარემ გაიტაცა.
ო, რა ხშირად შენი გულისთვის
დავდივართ ჩვენ
ალესილ დანის პირზე!
ჩვენი თვალებისთვის -
შენ შუქურა ხარ ღამეში მოციმციმე,
ფეხებისთვის -
ყინული ხარ,
რომელიც ყოველ წამს მზადაა ჩატყდეს და ჩაგვიტანოს.
შენ ვერასოდეს ვერ შეგწვდება ის,
ვისთვისაც ყველაზე ძვირფასი ხარ
და სანატრელი.
და როდესაც შენ
ჩვენთა სულთა შეღამებაში
იძირები, ვითარცა მზე -
შენ აცისკროვნებ მათ,
როგორც განთიადის სხივი
ფრინველთა ბუდეებს...
მაგრამ ყოველივე ეს
არარაობაა
იმ ბავშვის ცრემლთან შედარებით,
რომლის ბურთი
მდინარემ გაიტაცა.