ტექსტი
* * * ეს ომი მუდამ ვერასდროს (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
ლვოვსკი სტანისლავ
ო. ზ.-ს
ეს ომი მუდამ ვერასდროს
ვერავინ მოიგო. შეიძლება
მოკვდე მასში ან შეიძლება
დაბრუნდე შინ. სიკვდილი ნახო. სხვაგვარად
რომ ვთქვათ, გამარჯობა
და მშვიდობით,
იარაღო!
ეს ომი მუდამ ვერასდროს
ვერავინ მოიგო. შეიძლება
მოკვდე მასში ან შეიძლება
დაბრუნდე შინ. სიკვდილი ნახო. სხვაგვარად
რომ ვთქვათ, გამარჯობა
და მშვიდობით,
იარაღო!