ტექსტი

ფსალმუნი (მთარგმნელი: ლულუ დადიანი)

ბუსტა ქრისტინე
თავდაუცველი ვარსკვლავთწისქვილი დედამიწა,
თხიერი მტვერი, ქვათა მტვერი,
სინათლის მტვერი.

ადამიანთა ნაფშვენ-ნაფქვავი. დაწყევლილი და
თან კურთხეული ვარსკვლავი ჩვენი
ჰაერის თხელი, მჭვირვალი გარსით გარემოცული.