ტექსტი

ბუდე (მთარგმნელი: ლულუ დადიანი)

ბუსტა ქრისტინე

1033 ნახვა · დღეს 20

ჩემი ჩიტები გადახვეწილან,
არ ვიცი ახლა სადღა გალობენ,
არ გაიყინონ ოღონდაც ღამით,
უმწეონი და უნაკრტენოდ დარჩენილები,
უწინ ისეთი ჰქონდათ ქათიბი,
ჯერაც ვინახავ გაბნეულ ბუმბულს.

ქარის ბუდედ ვარ გადაქცეული.
წვიმა ცდის კვლავაც ჩემს ერთგულებას,
თუმც ამოხსნა კი არ შეუძლია.
ხანაც ფაფუკი თოვლი იბუდებს
და სულ მცირე ხნით ამივსებს წიაღს.
მარტოსულობა მესტუმრა უკვე,
არ მიმატოვებს აღარასოდეს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე