ტექსტი

თანამგზავრი (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)

ბუკოვსკი ჩარლზ

2113 ნახვა · დღეს 24

მე არ ვარ მარტო.
ის ახლა აქაა.
ზოგჯერ მგონია, რომ არაა,
მაგრამ ისევ
მოფრინავს დილით,
ან შუადღით,
ან საღამოს,
ჩიტი, რომელიც არავის უნდა.
ის ჩემია.
მე ის მტკივა.
ის არ მღერის.
ის არის ჩიტი
და ტოტი ირწევა.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე