ტექსტი

გილოცავთ დაბადების დღეს (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)

ბუკოვსკი ჩარლზ

2103 ნახვა · დღეს 22

როცა ვაგნერი
იყო მოხუცი,
დაბადების დღის
მისალოცად
დაუკრეს მისი
ახალგაზრდობისდროინდელი
რამდენიმე შემთხვევითი კომპოზიცია.

"ვისი იყო?" - იკითხა
მოხუცმა.

"თქვენი" -
უპასუხეს.

"ხოო", თქვა
ვაგნერმა,
"მე ყოველთვის
მქონდა ეჭვი,
რომ სიკვდილსაც აქვს
გარკვეული ღირსებები"

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე