ტექსტი

პოლარული მკვლევარი (მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი)

ბროდსკი იოსიფ

2087 ნახვა · დღეს 1

შემოეჭამა ყველა ძაღლი. დღიურში უკვე
სუფთა ფურცელიც აღარ დარჩა. სიტყვების მძივმა
დაფარა ფოტო მეუღლისა, რომლის ლოყაზეც
რაღაც საეჭვო თარიღია ხალად დასმული.
დის ფოტო დარჩა. ისიც რაღა დასანდობია,
როდესაც საქმე ძლივსმიღწეულ განედს ეხება.
ჩაშავებული განგრენა კი მოცოცავს ზემოთ,
ვით ვარიეტეს ლამაზმანის ბარძაყზე წინდა.