ტექსტი
ლექსი სამ ნაწილად (მთარგმნელი: დათო გაბუნია)
ბლაი რობერტ
1.
ო, ამ დრიან დილას მგონია, რომ უკვდავი ვარ!
და ჩემს მხიარულ სხეულში ვარ გახვეული,
როგორც ბალახი გახვეულა ღრუბელში მწვანის.
2
ვტოვებ საწოლს, სადაც სიზმრად
ჩავუქროლე გახურებულ ნახშირს და კოშკებს;
მზე ჩემს მუხლებზე წევს ბედნიერი;
მთელი ღამე ტანჯვა იყო, მაგრამ გადავრჩი,
შავ წყალს მივეცი თავი, როგორც ბალახის ღერმა.
3
ქარში ჩაფლული ბზის ძლიერი ფოთლები
მოგვიწოდებენ, გავუჩინარდეთ
სამყაროსეულ სიველურეში,
სადაც დავსხდებით რომელიმე მცენარის ფერხთით
და როგორც მტვერი, ჩვენც ვიცოცხლებთ მარადიულად.