ტექსტი

მაცალეთ ჩემი საქართველო!

უგულავა ედუარდ

1331 ნახვა · დღეს 22

ჯერ კიდევ თქვენამდე
ხიბლავდა წარმართებს
სიმწიფე ამ მზის და ვენახების.
თუ რამეს გამოგვრჩებით,
თუ რამეს წაგვართმევთ,
თორემ ვის რაში გენაღვლებით?!
თითქოსდა არ გინდათ,
თითქოსდა არ აპირებთ,
სიმართლის ყველა გზა აამტვეროთ,
რა გინდათ?! თქვენი
დედა კი ავატირე,
მაცალეთ ჩემი საქართველო!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე