ტექსტი

წარწერა ქვიშაზე

ჯორჯანელი ნიკა
მე მიყვარს შენი ძველი ბერეტი,
გახუნებული, როგორც ხმელეთი.

და აპრილობით ხანგრძლივი სურდო.
თვალები სველი, თვალები უნდო.

და ღვთის წინაშე ელეთმელეთი,
ყოფიერების ნაზო აბსურდო.


2000