ტექსტი
რუსთაველის ჭადრები
ჯავახაძე ვახტანგ27083 ნახვა · დღეს 1
მშვიდობით, ჭადრის ჩრდილებო: ჩვენ უცებ გამოგვასახლეს
და აღარავინ გვაღირსებს თქვენი სამოთხის გასაღებს:
დააყაჩაღეს ხერხებმა თქვენი გამზირის კარკასი,
ჩაახშეს გამეტებული მოლაღურების განგაში.
გაიმეტეს და თქვენსავით გაწირეს თქვენი ჭადრებიც,
გარეთ დარჩენილ პოეტებს სახლივით მოენატრებით.
თქვენსავით გაფერმკრთალდება თქვენი ბრალი და
ბრალდება
და თქვენი მთვარე ამაღამ ამაოდ ამობრძანდება.