ტექსტი

* * * მზე ანათებს

ჩიხლაძე დავით

2315 ნახვა · დღეს 20

მზე ანათებს, უსახლკარო კაცი დაძრწის და აგროვებს
გადაყრილ ქილებს, გასხივოსნება ნიუ იორკულად,
არ უბანავია დიდი ხანია, კაცი ბედნიერია,
ის იძახის ცუდ სიტყვას ხანდახან
და მიწიდან იღებს ერთცენტიან
დაჟანგებულ მონეტას,
შიდსიანი ხალხი ცეკვავს მწვანე ბაღში,
უსახლკარო კაცი მზეს უყურებს და
თვალებს ჭუტავს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე