ტექსტი

* * * დრომ დამაბერა და დამარბია

ქვლივიძე მიხეილ

5513 ნახვა · დღეს 19

დრომ დამაბერა და დამარბია,
გამიცამტვერა ნატვრა ყოველი,
მაინც ხვალინდელ დღისკენ გავრბივარ,
ვით უსინათლო მარათონელი.
სულ ასე ვირბენ... ღმერთის შეწევნით
არც დავეცემი გზაზე მოხუცი
და თუ მომავალს ვერ დავეწევი,
გავჩერდები და... წარსულს მოვუცდი!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე