ტექსტი

მე - ცოლი

ქევანიშვილი ეკა

2498 ნახვა · დღეს 23

მე ვარ კამოდი და ვინახავ:
შენს საცვლებს,
შენს სინთეზურ ძონძებს,
შენს ნაწერებიან ქაღალდებს,
შენს ფულს - ხანდახან.
ჩემს ერთ უჯრაში შენი სხეულის ნაწილებია,
მეორეში - სული შენი.
შენ გეშინია ვიღაცის ხელის, ხუთთითა ხელის
და ამიტომ
ყოველდღე მკეტავ.
მე - მიხარია.
მე ვარ კამოდი და სადაც არ უნდა წახვიდე
ალბათ,
ფეხს ავიდგამ და დაგედევნები.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე