ტექსტი

* * * ხან რომ ხელი მოგძვრება

ქევანიშვილი ეკა

2493 ნახვა · დღეს 20

ხან რომ ხელი მოგძვრება
და ხან რომ ცხვირი მოგძვრება
ხან ფეხები...
ცუდი მასალის ბრალი კი არ არის,
უხარისხო თიხის,
იმ უაზრო დაჯერებების და დაჩემებების ბრალია,
რომლითაც შეგქმენი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე