ტექსტი

* * * ელვარე და ლომფერი

ტაბიძე გალაკტიონ

106502 ნახვა · დღეს 29

ელვარე და ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.

მაგრამ თვალმა დათვალა
მზე ბევრი და ცხრათვალა...

ოჰ, მზით გადანაცხარო,
ცხრამუხა და ცხრაწყარო.

რუსთაველი - ხანია,
ისიც ცხრა ანბანია.

ვნება იყო ღვარული
ჩემი ცხრა სიყვარული.

ოდეს გნახე, ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე