ტექსტი

პეიზაჟი მიმავალი მხედრებით

სულაკაური გიგი
სინით მორთმეულ
მსხლებსა ჰგავდნენ
თივის ზვინები...

ხოლო ბილიკი -
მთების სვირინგი -
გაჭრილი იყო
ზედ მიმავალი
კაცებისა და ცხენების
ღრმა იმედებით...

მთა მთავრდებოდა
ღრუბლების
შავი ბარელიეფით.