ტექსტი

საათი

მიქაბერიძე მაია

431 ნახვა · დღეს 19

ქოხებში დრო შეიპარა
და კედლებზე ჩამოკიდეს რიცხვები.
ბლაგვმა ისრებმა
ჩაითრიეს ჩემი ძვლები,
წამზომების ხმა გაისმის მთელს უდაბნოში.
ცისფერ ეკრანზე დარჩა მხოლოდ მამის ღიმილი.
ამოეზარდა მას რიცხვები _ შავი წვერები
და ჰაერიდან შემომცქერის გაოცებული.
უსიერი ტყის დავდივარ საბრძანებელში
და სიმახინჯე რიცხვებისა გულში გაისმის.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე