ტექსტი

შუაღამის მერე

მამედლი იმირ

8144 ნახვა · დღეს 1

სულ ყველაფერი,
რაცა ხდება, ხდება ბედივით,
სულ ყველაფერი
ისე ხდება, ვით უნდა მოხდეს,
არც ნაკლებივით და არც მეტივით.
ეს ქალბატონი
გაშხლართულა როგორც მოკლული,
მე კი მის გვერდით
ვგდივარ დაცლილი პისტოლეტივით.