ტექსტი

მეტროს ნიავი

მამედლი იმირ

8141 ნახვა · დღეს 1

შესასვლელ კართან
უბერავდა მეტროს ნიავი,
მეტროს ნიავი
ზანტად და მძიმედ მოშრიალებდა
ღამენათევი, თავქარიანი ქალბატონივით.
მეტროს ნიავი იყო დუბელა
მდინარესავით,
ზაფხულობით რომ სოფლის ქალები
ტანგაუხდელად ჭყუმპალაობენ.
ჭრელ-ჭრულა იყო მეტროს ნიავი,
როგორც იმ ქალთა
სხეულის სითბოს მიტმასნილი სველი სამოსი.