ტექსტი

პარანოია-5

კვანტალიანი სოფიკო

801 ნახვა · დღეს 22

ქლიავის ჩირივით დაპატარავდა ნათურა.
ჩაქრა სამყარო ფანჯარაში.
რიტმულად... მან დაიძინა.
ესიზმრებოდა მდინარეთა დედა -
მისისიპის ფსკერი.
შლამში ეფლობოდა და პირი ევსებოდა.
უცებ, მოექცა თეთრ მბრუნავ წრეში
თავდავიწყებით...
(შლამიანი პირით)
აგონდებოდა დედა და ტუჩებთან შემხმარი რძე
(ლაქტალური სითხე);
ამავე პირით იგი გრძნობდა მისისიპის სურნელს.
წრეში საგანგებოდ გაჩხერილი:
ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა -
რიტმულად, რიტმულად...
ბლუმ! ამოტივტივდა.
გამოფხიზლდა (!)
ნათურა დიდი, მწიფე ქლიავივით ეკიდა
და თითქოს ისიც ნერვიულად ფეთქავდა!
პოსტსკრიპტუმი:
ყვითრით მდიდარ გიგანტურ კვერცხივით
ჩანდა მთვარე, ავადმყოფურად დასიებული.
ჩვეულებრივ, ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ მგლები,
იქ, ადამიანებიც ცხოვრობდნენ (!)
ნახევრად შეშლილი ადამიანები!..

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე