ტექსტი
წითელი ლექსი
კაიშაური რუსუდან2581 ნახვა · დღეს 1
აი თავი, სადაც იზილება ტკივილი.
ზვავივით იზრდება
და ქვევითკენ მიგორავს ვაშლივით.
ყელი თუ გაიარა,
აღარ დაგახრჩობს,
გულისთვის იქნება საშიში.
შენ შეეჩვიე ტკივილს,
ჩაყვები მუცლის ჯოჯოხეთში,
რომ იქ დააბა გიჟივით.
ტკივილი, შენგან გამოსული,
არის ყაყაჩო,
რომელიც ლექსად უნდა იქცეს -
თუ არ ზარმაცობ.
ზვავივით იზრდება
და ქვევითკენ მიგორავს ვაშლივით.
ყელი თუ გაიარა,
აღარ დაგახრჩობს,
გულისთვის იქნება საშიში.
შენ შეეჩვიე ტკივილს,
ჩაყვები მუცლის ჯოჯოხეთში,
რომ იქ დააბა გიჟივით.
ტკივილი, შენგან გამოსული,
არის ყაყაჩო,
რომელიც ლექსად უნდა იქცეს -
თუ არ ზარმაცობ.