ტექსტი

დედაჩემის ლეგენდა

კაიშაური რუსუდან

2624 ნახვა · დღეს 19

დედაჩემი - ბედის მხედარი,
ოდესღაც უშიშარი.
დაუბერდა ბედი, ვეღარ აჭენებს.
ჯაგლაგა ბედი დაატარებს
მხოლოდ საჭმელზე.
დედაჩემი - თუშის ქალივით ცხენოსანი,
თეთრ დროშას აფრიალებს,
ომებს ერიდება,
რადიოს ახრიალებს.
ბედს ვეღარ ელევა,
ჩაფრენია თითებით,
რომელიც მიაქანებს დაღმართზე.
როგორ არ მინდა დედაჩემი დაღამდეს,
მირჩევნია დავაბინავო მითებში.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე