ტექსტი

* * * სულ იოლია, თვალივით ჩაწყდეს

თოფურია თეა

2524 ნახვა · დღეს 1

სულ იოლია, თვალივით ჩაწყდეს
და მერე სისხლიც მიახმეს ძარღვებს,
როდესაც ,,დღეა სოფელზე გრძელი"
და დღეზე უფრო გრძელია ღამე.

როდესაც დროა, წახვიდე სახლში,
შინ იყო მაშინ, როდესაც მოწვიმს.
ვიღაცა ნატრობს, მოვიდეს წვიმად,
მე ვნატრობ, წვიმის მაგივრად მოდი.