ტექსტი
* * * სიყვარული ხანდახან ასეთიც არის
თოფურია თეა
სიყვარული ხანდახან ასეთიც არის,
ღარიბი კაცის მაცივარს ჰგავს.
დილით გამოაღებ არაფერია,
შუადღეს გამოაღებ - ისევ არაფერი.
საღამოსაც არაფერი იქნება,
მაგრამ მაინც გამოაღებ,
დგახარ,
უყურებ,
სიცარიელეში ანთებულ შუქს აყვედრი...
არადა, რა მაცივრის ბრალია, რომ გშია?!
ვისი რა ბრალია, რომ შეგიყვარდა?!
ღარიბი კაცის მაცივარს ჰგავს.
დილით გამოაღებ არაფერია,
შუადღეს გამოაღებ - ისევ არაფერი.
საღამოსაც არაფერი იქნება,
მაგრამ მაინც გამოაღებ,
დგახარ,
უყურებ,
სიცარიელეში ანთებულ შუქს აყვედრი...
არადა, რა მაცივრის ბრალია, რომ გშია?!
ვისი რა ბრალია, რომ შეგიყვარდა?!