ტექსტი

* * * ბავშვობაში სიკვდილს ვგავდი თვალებით

თოფურია თეა

2576 ნახვა · დღეს 28

ბავშვობაში სიკვდილს ვგავდი თვალებით,
ვისაც ენახა, ყველა მცნობდა.
მეკითხებოდნენ, სიკვდილის რა ხარო,
სიკვდილი შენი რა არისო.
მომწონდა,
გავიზრდები, სიკვდილი გამოვალ მეთქი,
ან პირიქით,
სიკვდილი გამოვალ და გავიზრდები-მეთქი.
დღესაც არ მახსოვს, რომელი გადავწყვიტე.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე