ტექსტი

იმის ხელებს

თარიშვილი ნინო

661 ნახვა · დღეს 24

მე იმის ხელებს შევადარებ მინდვრის ზამბახებს,
მოხრილ წამწამებს უღიმიან ანემონები.
ვეტრფი ვნებების შეთქმულებას და ამბოხებას,
თვით ფერმკრთალ სიკვდილს ათრთოლებით დავემონები.

შუადღის ალზე ცა ეხვევა გირლიანდებად,
ცის ფერზე ვფიქრობ ცრემლიანი მე განუწყვეტლივ,
მთვარის ქორწილი მზის ლოდინში დაგვიანდება,
სანთლისფერ დილას გააქანებს საღამოს ეტლი.

ატყდება ქარი საოცარი იდუმალებით,
ტყეს მწვანე წარბებს ჩამოართმევს, ტყეს გაახელებს.
მე გაბრაზებულ მზის აჩრდილებს დავემალები
და ფოთლებშუა დავინახავ თოვლივით ხელებს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე