ტექსტი
მამას
გომელაური ნიკო4972 ნახვა · დღეს 22
ვეღარ აღვიქვამ მე იმ სიხარულს
(როდესაც ყალბი შეწყდება გლოვა)
_ თან წაუტირებს, თან გაიღიმებს
შვილი, რომელიც საფლავზე მოვა.
მოვა,
დაჯდება,
მოწევს
და წავა.
იქ, კი, იგივე დარჩება ჰავა...
ტექსტი
4972 ნახვა · დღეს 22