ტექსტი

* * * მსუბუქი სითბო

ეკიზაშვილი გიორგი

1636 ნახვა · დღეს 22

მსუბუქი სითბო
ნელი მზე
სახურავი
კატა ზის კრამიტზე და მიყურებს მე
ღია ფანჯარა
გრილი სიო
მოფარფატე ფარდა
მე ვდგევარ ფანჯარასთან და ვუყურებ კატას
მე ვფიქრობ
"ნეტავ რას მიყურებს?"
კატა ფიქრობს
"ნეტავ რას უყურებს?"
რადგანაც კატა არ თვლის თავს იმად
რასაც უყურებენ და აფასებენ.
"კატას ძაღლი მირჩევნია"
ვამბობ მე ჩემთვის
"სულელი"
ამბობს კატა თავისთვის
მე და კატამ ერთმანეთი შევაფასეთ.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე