ტექსტი
*** "ასე რას მოთქვამენ ეს ხმელი ჭადრები"
მამა პეტრე (კვარაცხელია)3687 ნახვა · დღეს 1
ასე რას მოთქვამენ ეს ხმელი ჭადრები,
მითხარი, ფიქრები ასე რამ არია,
დანებდი, მერწმუნე ვერაფერს გახდები,
უბრალოდ ასეთი თავნება ქარია.
და მახსოვს იმ ღამის ფერადი სიზმრები,
და ცისფერ ტაძარში შენდობის ზარია,
ათასჯერ, და მაინც ვერაფერს მიხვდები
უბრალოდ ასეთი თავნება ქარია.