ტექსტი

* * * ფერდობზე ავი ქარი თარეშობს

ხორბალაძე გიორგი
ფერდობზე ავი ქარი თარეშობს,
მზე გადმოჰყურებს ცერად სამყაროს.
ყვავილთან ტურფა ქალი თამაშობს,
მშვენიერება რომ გაამყაროს.
ცაზე სეირნობს ღრუბელთა ქულა,
ჟამია რაღაც საოცრად მშვიდი.
პატარა გოგო ვით წითელქუდა,
კალათით ხელში ბებოსთან მიდის...