ტექსტი
ვერ გიღალატე
მიქაია მაია725 ნახვა · დღეს 1
ხატებს ლოცვებში ვანდობდი სათქმელს,
ცისხელა დარდით მიველ სიონთან,
სანთელს კი, შენთვის დანთებულ სანთელს,
ბეჭდისოდენა ცრემლი სდიოდა.
მე მთელი ღამე ცრემლს ვერ ვმალავდი,
ჩემი ტკივილი ვერვის გავანდე...
და მაპატიე, შენი ღალატი
ვიფიქრე... მაგრამ ვერ გიღალატე!..