ტექსტი

ტკივილზე მაღლა, ხსოვნაზე მაღლა

დანელია ბათუ

3603 ნახვა · დღეს 20

ბ. წ.-ს

მთლად შევიწროვდა პატარა კაფე -
ვერ დავატიე ვეღარსად ფრთები...
შენ კი ფიქრების უსიერს კაფავ,
მე ვიბნევი და ბავშვივით ვხდები.

არ ვიცი რა ვთქვა. რაღაცას ვყვები
და ციცქნა ვჩანვარ ჩემსავე ჟინთან:
სული, სიცოცხლე, მკლავები მხრები
ირგვლივ გალავნად მოგავლო მინდა.

ახლა ვიხსენებ იმ დღეს და კაფეს
და გულში, თითქოს, მყინვარი მიზის
და წვიმით სოველ მანტიად ვაფენ
ხსოვნას, რომელიც ღირსია პრიზის...

ტკივილთა ხსოვნის თრევისგან დაღლილს,
შენ - მთა ტკივილის მაგემე გემო,
მაინც ხარ ჩემში ტკივილზე მაღლა,
ხსოვნაზე მაღლა და უფრო ზემოთ.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე