ტექსტი

ექსპრომტი

გელოვანი მირზა

7870 ნახვა · დღეს 1

მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა.
მიყვარს ვარდები: ოღონდ თეთრი,სუფთა,ხალასი.
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,
შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად,

ირიბად დავალ.ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება,როგორც იარა.
ო,მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს
და შენს სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად.