ტექსტი
ჩემს სულიერ მოძღვარს
ბედიანიძე დალილა
აღსარებაზე მოვალ,
სულით მოვიტან მორევს.
სულის მოძღვარო ჩემო,
მამაო თეოდორე!
მიშველე, ჯვარის მადლით
ეშმაკი განმაშორე!
სანთელს შევმატებ შანდლებს,
მამაო თეოდორე.
მოვინანიებ ცოდვებს,
ხატს დავუჩოქებ, თორემ
დავმძიმდი, ჩამოვბნელდი,
მამაო თეოდორე!
ლოცვად დავდგები მერე
(შენს ლოცვებს ვიმეორებ)
და მაზიარე ჯერეთ,
მამაო თეოდორე!
აღსარებაზე მოვალ,
ფიქრი ტრიალებს მდორედ,
წმინდაო ჩემო მწყემსო,
მამაო თეოდორე!
სულით მოვიტან მორევს.
სულის მოძღვარო ჩემო,
მამაო თეოდორე!
მიშველე, ჯვარის მადლით
ეშმაკი განმაშორე!
სანთელს შევმატებ შანდლებს,
მამაო თეოდორე.
მოვინანიებ ცოდვებს,
ხატს დავუჩოქებ, თორემ
დავმძიმდი, ჩამოვბნელდი,
მამაო თეოდორე!
ლოცვად დავდგები მერე
(შენს ლოცვებს ვიმეორებ)
და მაზიარე ჯერეთ,
მამაო თეოდორე!
აღსარებაზე მოვალ,
ფიქრი ტრიალებს მდორედ,
წმინდაო ჩემო მწყემსო,
მამაო თეოდორე!