ტექსტი

* * * იღვიძებს სფინქსი

აჯიაშვილი ჯემალ

2017 ნახვა · დღეს 34

იღვიძებს სფინქსი, სისხლის ტბორი ცას შერევია,
იწვის ცარგვალი, – რაღაც ხდება ძველ აზიაში, –
გახედავს ქალაქს შაოსანი ვინმე დიაცი
და უცნობ ბექზე ატირდება იერემია.

ცად კი, თითქოსდა ანთებული იელებია, –
ბრუნავს ხომლი და მთვარიანში ისმის გნიასი
და ცრემლიანი ოცნებები ესაიასი
კვლავინდებურად შემოდგომის ქარში ქრებიან.

მზე მაინც ნათობს, იხარჯება სანთლის ღერებად,
თუმც სიკეთის ბჭე უკეთურმა უკვე შეხურა,
წყავს საწყაული, – იწონება ნაკლიც, მშვენებაც,

დრო კი ძველ ქუჩებს მიუყვება ოჩოფეხურად.
და გაზაფხულის გულუბრყვილო ამომღერებას
კვლავ ნაღვლიანად ელოდება ზამთრის ბეღურა...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე