ტექსტი გაზაფხული ჭავჭავაძე ილია ტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავებულან მთები; მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?