ტექსტი

*** "კვირის დღესავით ვითვლი ჩემს ნეკნებს"

ქოიავა ჭაბუკი
კვირის დღესავით ვითვლი ჩემს ნეკნებს
და გული მწყდება, რომ არ მაკლია,
შენა ხარ ყველა ტკივილის მეკვლე,
ყველა სიამის ტკბილი ნათლია.
გზები სავსეა შამბით და ეკლით,
ამაოდ ვეძებ ვარდების აჩრდილს,
რომ არ მაკლია არცერთი ნეკნი,
ნეტავ, ამქვეყნად როგორღა გაჩნდი?