ტექსტი

*** "მოვა ღამე პოეტივით მთვრალი"

ქოიავა ჭაბუკი

693 ნახვა · დღეს 23

მოვა ღამე პოეტივით მთვრალი,
მთვარესავით ჩაიღიმებს მორცხვად,
თუ ვიპოვნე შენი ტერფის კვალი,
წყვილად დავრგავ ჟასმინსა და მოცხარს.
გათენდება ყვავილების ეშხით,
მზის სხივები დაგეღვრება თმაზე,
ყივჩაღივით გაგიტაცებ მთებში
და იქნები მთების სილამაზე.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე