ტექსტი

შობა

შაიშმელაშვილი თამარ

670 ნახვა · დღეს 19

თოვლში ოცნებას და ძახილს ვბედავ,
მივემგზავრები ფიქრებით სხვაგან,
ოთახში ჩუმად შემოდის დედა
და მოწყენილი მისწორებს საბანს...
მეც ნაღვლიანი ვხვდები ამ შობას,
ბაგეზე შემკრთალ, დაღალულ ღიმით...
მომენატრება ჩემი ბავშვობა,
როგორც კაბაზე ამწყდარი ღილი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე