ტექსტი

*** "როცა კარზეა ხიფათი ელდად"

სულაბერიძე ია

1482 ნახვა · დღეს 18

როცა კარზეა ხიფათი ელდად,
ხოლო საშველი _ ცასავით შორი,
ერს ევლინება მხსნელად და ბედად
არა მრავალი _ ერთი ან ორი!
არა მრავალი _ ერთი ან ორი! _
სამშობლოს ბედის მხრებით მტვირთველი,
სატევარივით ბასრი და სწორი
და სიკვდილივით მოუსყიდველი!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე