ტექსტი
ფიროსმანის ვედრება
ჯაფარიძე ზურაბ1015 ნახვა · დღეს 1
`უფალო, უსმინე შავარდენს”
პაოლო იაშვილი
ჭიქა არაყი და დუქანი,
ღვთაება ფერებში ვანთე,
უფალო, შეუნდე ფიროსმანს,
სიონში ანთებულ სანთელს.
არც ახსოვთ ღარიბის საფლავი,
ვიღაცა ფულზეც კი მხატავს,
მაკმარეთ კიბის ქვეშ სიკვდილი,
მაკმარეთ სიკვდილი, კმარა.
უფალო, შეუნდე ფიროსმანს,
სიონში ანთებულ სანთელს,
თვალებმა დალიეს თბილისი,
დათვრნენ და ტილოზე ხატეს.