ტექსტი

*** "მთელი ცხოვრება მოლოდინია"

შენგელია ქეთევან
მთელი ცხოვრება მოლოდინია
და მერე დაგღლის, აბა რას იზამს?!
გააფერმკრთალებს ცდუნების ნაყოფს,
მარგალიტივით პატარა მიზანს.
ჩვენ ველოდებით ფრთაშესხმულ იღბალს,
სიყვარულის ჩრდილს – ხეზე ლიანებს,
ნამდვილად, მარტო სიკვდილი მოდის,
ის არაფრით არ დაიგვიანებს.