ტექსტი

*** "იქნებ დამტოვოთ"

შენგელია ქეთევან

1275 ნახვა · დღეს 24

იქნებ დამტოვოთ,
ჩემს სიმარტოვეს,
სულ არ უხდება უცხოს თვალთვალი.
ო, რა სანდოა,
ღვთისმშობელივით,
ლექსის ბწკარი და პურის თავთავი...
ეს შემოდგომაც ხომ მიილია,
მოიპარება ისევ ზამთარი,
წევს მთაწმინდაზე დიდი ილია,
საქართველოსთან ცამდე მართალი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე