ტექსტი

*** "არ ვხუმრობ დღემდე რომ ევა ვარ"

ჟორდანია ხათუნა
არ ვხუმრობ დღემდე რომ ევა ვარ,
სამოთხის ვაშლი მაქვს ნაგემი,
ვარანობს საწუთრო ავარა,
სამყაროს ამოთქმულ საგებით.
კალამი ატყვევებს კალამბურს,
კითხვები ხილვებმა დაბურა,
იმ პირველ ცეცხლოვან ამბორით
გაიხსნა კოცნათა `კაბურა".