ტექსტი

*** "დრო კი გარბოდა"

კრანაშვილი დათო
დრო კი გარბოდა ღამედან დღეში,
შორეთიდან ისევ ისმოდა ვიღაცის ძახილი,
შენ თრთოდი იმ წუთის მოლოდინში...
და, აჰა, ჩამოჰკრა კიდეც, გესმის?
ზარები შემზარავად გუგუნებენ...
ხმა გარედან კი არ გვივლის,
ჩვენს შორის ჩერდება
და უფრო გვაშორებს ერთმანეთს...